ორთაჭალის ქუჩაზე ძველი ქვაფენილის ნაცვლად ასფალტი დააგეს

1051

კრწანისის რაიონიში ორთაჭალის ქუჩაზე N102-დან N110-ის ჩათვლით ძველი ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩაანაცვლეს.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, სამუშაოები შპს “სკინჩმა“ 1 200 კვ.მ-ზე შეასრულა და ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დააგო.

ამასთან, ამ ეტაპზე, გზების მოწესრიგება ზემო ფონიჭალაში ხუთ მისამართზე კერძოდ, N4, N5, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ და ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი, კრწანისის რაიონში ასფალტის ახალი საფარი 12 მისამართზე დაიგო.