თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი 19 ივნისიდან დაიწყება

716

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგის მორიგ რაუნდს 19 ივნისიდან დაიწყებს. მონიტორინგს, რომელიც ნოემბრამდე გაგრძელდება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები: ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია და ინტერნიუსი განახორციელებს.

დღეს, მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, მონიტორინგში მონაწილე მედიასაშუალებებთან დახურული შეხვედრა გაიმართა. მონიტორინგისთვის შერჩეულია 60 მედიასაშუალება. აქედან 14 ტელევიზია, 14 რადიო, 12 ბეჭდური მედია და 20 ონლაინ მედიასაშუალებაა.

მედიასაშუალებები რეიტინგების და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად შეირჩა. პირველი ანგარიში სექტემბერში, მეორე – ოქტომბერში, ხოლო მესამე ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება.

წყარო: იმედინიუსი