ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების შესასრულებლად საკუთარი ბიუჯეტის ხარჯვა უწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილებისათვის თანხებს საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯავს, – ამის შესახებ ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში.

“იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტების, მათ შორის, ზუგდიდის ბიუჯეტი მწირია და არ არის საკმარისი თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორცილებისათვის, დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილება მერიას დამატებით ფინანსურ ტვირთად არ უნდა აწვებოდეს.

კანონის შესაბამისად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსური რესურსით სრულად უნდა უზრუნველყოს იმ ორგანომ, რომელიც ახდენს უფლებამოსილებების დელეგირებას[1]. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ასეთი ადმინისტრაციული ორგანოებია რეგიონული განვითარების სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო..

2019 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 350 ათასი ლარს შეადგენს, მუნიციპალიტეტი კი, თავის მხრივ, 220 ათას ლარს ამატებს.

ზუგდიდის მერია შემდეგ უფლებამოსილებებს ახორციელებს:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკა და ა.შ.)
  • ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა (სოციალური დახმარების გაწევა)
  • დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (სოციალური დახმარების გაწევა)
  • ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (წვევამდელთა აღრიცხვა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა)

ოთხიდან სამ შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი თანხებს საკუთარი შემოსავლებიდანაც ხარჯავს,  სიტუაცია ანალოგიური იყო 2018 წელსაც. ჯამში, 2018-2019 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების შესასრულებლად, ნახევარ მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსი საკუთარი მწირი ბიუჯეტიდან დახარჯა:

შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კანონდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, თვითმმართველობებზე უფლებამოსილების დელეგირებისას უზრუნველყოს შესაბამისი ოდენობის ფინანსური და მატერიალური რესურსის გამოყოფა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში

მსგავსი სიახლეები
ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია მედიის უკმაყოფილება იმ ფაქტმა, რომ მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები სოფლის
წინა სტატია "მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ. მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი კიდევ უფრო
ირაკლი მელაშვილი კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის ნაწილი I ვართ თუ არა სისტემურ კრიზისში? რას
ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენაზე კვლავ უარს ამბობს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც
წინა სტატია გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. პოსტიდან გადადგომის შესახებ მან facebook-ის პირად გვერდზე
წინა სტატია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულებისა და რეგიონული
მთავრობას მოსახლეობის ინიცირებული არცერთი პეტიცია არ განუხილავს. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ. ინფორმაციას
წინა სტატია კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადრები
წინა სტატია "სასათბურე პირობებს არავინ არავის არ უქმნის, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია - პოზიცია ვინმესთვის
სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას აღარ  განახორციელებს, ვინაიდან სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროება აღარ არსებობს, – ამის შესახებ
წინა სტატია სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა კახა სამხარაძემ პრემიერმინისტრს გადადგომის თხოვნით თავად მიმართა. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ჭანუყვაძემ პოსტიდან გადადგომის შესახებ ამ დილით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან რამდენიმე გუბერნატორი გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. თანამდებობები დატოვეს
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას უხელმძღვანელებს. ამის
%d bloggers like this: