სიღნაღის მერიაში სტუდენტთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა

40

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სამსახურის მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსებას იწყებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, სწავლის საფასურის თანადაფინანსება ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს (სტუდენტის მაქსიმალური ასაკი -26 წელი) გაეწევათ, რომელთაც სრული გადასახდელი თანხის 50% მერია დაუფარავს. სტუდენტი უნდა სწავლობდეს აკრედიტირებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში.მათივე ინფორმაციით,  თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 1125 ლარს.

პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:განცხადება მერის სახელზე; სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი; ობოლი ბავშვის შემთხვევაში მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი; მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ; მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.