რამდენიმე მუნიციპალიტეტს ახალი პროექტებისთვის რეგფონდიდან დამატებითი თანხები გამოეყო

1273

რამდენიმე მუნიციპალიტეტს ახალი პროექტებისთვის რეგფონდიდან დამატებითი თანხები გამოეყო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროექტებისთვის თანხები ყვარლისახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს, ოზურგეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს გაეზარდათ.

რეგფონდიდან ყვარლის მუნიციპალიტეტს 2 პროექტის განსახორციელებლად 1 501 034 ლარი დაემატა. კერძოდ, სოფელ გავაზაში სკოლის მიმდინარე გზის მოასფალტებას 1 029 727 (პროექტის სრული ღირებულება 1 083 923), სოფელ ალმატაში სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას კი 471 307 (პროექტის ჯამური ღირებულება 496 113) ლარი მოხმარდება. საერთო ჯამში კი, რეგფონდიდან ყვარლის მუნიციპალიტეტს 5 პროექტისთვის 2 785 800 ლარი გამოეყო.

ამავე ფონდიდან ახმეტის მუნციპალიტეტს დამატებით 1 პროექტის განსახორციელებლად 695 972 ლარი გამოეყო. კერძოდ, ქალაქ ახმეტის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 695 972 ლარი დაიხარჯება (პროექტის სრული ღირებულება 732 622). საერთო ჯამში  რეგფონდიდან ახმეტის მუნიციპალიტეტს 2 120 570 ლარი ღირებულების 9 პროექტი დაუფინანსდა.

ასევე, დამატებითი თანხა გამოეყო თელავის მუნიციპალიტეტს 1 პროექტის განხორცილებისთვის. კერძოდ, სოფელ რუისპირში სასმელი წყლის მაგისტრალისა და შიდა ქსელების რეაბილიტაციას 375 174 ლარი მოხმარდება (პროექტის ჯამური ღირებულება 394 920 ლარს შეადგენს). საბოლოოდ კი, რეგფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 14 პროექტი 5 401 626 ლარით დაუფინანსდა.

რაც შეეხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 2 პროექტისთვის განსახორციელებლად 385 017 ლარი დაემატა. კერძოდ, ქალაქ დედოფლისწყაროში და სოფელ ხორნაბუჯში გარეგანათების მოწყობა/რეაბილიტაციას 179 059 ლარი (პროექტის ჯამური ღირებულება 188 484), ხოლო, ქალაქ დედოფლისწყაროში ბარათაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაციასა და საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობას 205 958 ლარი მოხმარდება (პროექტის ჯამური ღირებულება 216 798 ლარი). საერთო ჯამში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 1 077 935 ლარის ღირებულების 4 პროექტი დაუფინანსდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან დამატებით 1 პროექტის, კერძოდ ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით გზის რეაბილიტაციისთვის 1 660 000 ლარი დაემატა (პროექტის სრული ღირებულება 1 768 500). საერთო ჯამში კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 6 პროექტი 8 140 000 ლარით დაუფინანსდა.

ხოლო, მცხეთის მუნიციპალიტეტს დამატებით 2 პროექტისთვის 328 853 ლარი გამოეყო. კერძოდ, ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, სპორტული მოედნის მოსაწყობად რეგფონდიდან 153 382 ლარი (ჯამური ღირებულება 161 455), სოფელ ქსოვრისში სკვერის მოწყობისთვის კი 175 471 ლარი დაიხარჯება (პროექტის სრული ღირებულება 184 707). საერთო ჯამში მცხეთის მუნიციპალიტეტს 5 905 779 ლარის ღირებულების 20 პროექტი დაუფინანსდა.