ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 19 პროექტი 4.2 მილიონით დაუფინანსდა

781

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 19 პროექტი 4 200 000 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

კერძოდ, ცენტრალური გზების რეაბილიტაციისთვის სოფელ საღანძილში 180 305, სოფელ მოლითში 266 768, ხოლო, სოფელ ხორითში (პირველი ეტაპი) რეგფონდიდან 225 000 ლარი დაიხარჯება.

ამავე ფონდიდან, გზების რეაბილიტაციას სოფელ ბაბში (პირველი ეტაპი) 171 247, სოფელ კიცხში (ავალიშვილების უბანი) 167 057,
სოფელ თეთრაწყაროში (მეორე ეტაპი) 300 000,  სოფელ საქარიქედში (მეორე ეტაპი, მუხების უბნის გაგრძელება) 144 307,  სოფელ ლაშეში (კიკალიშვილების უბანი) 109 195,  სოფელ წყალაფორეთში (ბაღის უბნის გზა და გაბეხაძეების უბანი) 340 000, სოფელ ლეღვანში (სკოლისკენ მიმავალი გზა) 150 000, სოფელ სარგვეშში (ცისკაძეების უბანი) 379 231,  სოფელ ისლარში 250 000, სოფელ ვერტყვილაში (ბლიაძეებისა და გოგიაშვილების უბანი) 159 724, სოფელ ხიდარში (ჯორტების უბანი) 153 471, სოფელ ფარცხნალში (ბარის უბანი) 137 000, სოფელ ბაზალეთში (ნანიტაშვილები, შერგელაშვილები) 213 000, სოფელ ღუდუმექეთში 80 000 ლარი მოხმარდება.

ასევე, სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაციისთვის რეგფონდიდან 100 000, ხოლო სოფელ საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 673 695 ლარი გამოიყო.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხონის, ჭიათურის, წყალტუბოს, ქუთაისის, საჩხერის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.