ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

1214

წინა სტატია

ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი 1 500-ზე მეტ სპორტსმენს მოემსახურება.

როგორც ხაშურის მერიაში განმარტავენ, შენობაში განთავსებულია საკალათბურთო, ასევე ფუთძალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. ასევე, დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და კაფე-სასადილოს მოწყობაც. ამასთან, შენობაში იფუნქციონირებს 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო.

სპორტკომპლექსის ეზოში განთავსებულია სტადიონი, საჩოგბურთო მოედანი, ავტოსადგომი და რეკრეაციული ზონა.

სპორტული კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირებზე.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 2 292 455 ლარი შეადგინა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე კი 700 000 ლარი დაიხარჯა.

“სპორტული კომპლექსი, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაჯდა, აქედან 2,2 მლნ ლარი დაიხარჯა შენობაზე და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, დანარჩენი 700 ათასი ლარით მოეწყო სტადიონი, კორტები, კეთილმოეწყო ეზო. აქ განთავსებულია, ასევე მძლეოსნობის სექცია, ჭადრაკის ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი. კომპლექსი აბსოლუტურად აკმაყოფილებს თანამედროვე, მაღალ სტანდარტებს“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.