საჩხერის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 18 პროექტი 4 570 000 ლარით დაუფინანსდა

169

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საჩხერის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 18 პროექტი 4 570 000 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან სოფელ არგვეთის საბავშვო ბაღის მშენებლობას 187 967, “ჯრუჭის” მონასტრის რეაბილიტაციას 401 850, ხოლო სოფელ არგვეთის კულტურის სახლის მშენებლობას 200 581 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი საგაზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, კერძოდ, ქალაქ საჩხერეში კინოთიატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფლატო-ბეტონის საფარის მოწყობისთვის 99 351, სოფლების ჯალაურთა–ბეგიაურის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 259 947, სოფელ მოხვაში მისასვლელი გზის მშენებლობისთვის 342 638, სოფელ ჭალის შემოვლითი გზის გაკეთებისთვის 384 090, სოფელ დუნთის საავტომობილო გზის რკინა-ბეტონის საფარის მოწყობისთვის კი 190 000 ლარი დაიხარჯება.

ასევე, სოფელ საირხეს (მესხების უბნიდან სოფელ მერჯევის დეკანოიძეების უბნამდე) საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას 222 332, სოფლების გორისა-გამოღმა არგვეთი-სავანე–არგვეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 237 500, ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ქორეთის, კალვათის და პასიეთის საავტომობილო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა 218 500, გაღმა მთაში გზაზე რკინა–ბეტონის საფარის მოწყობას კი 262 570 ლარი მოხმარდება.

ამასთან, რეგფონდიდან რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას სოფელ ნიგვზარაში, ხარაიშვილების უბანში, 285 000, სოფელ კორბოულში ძლევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან გორაძირის მიმართულებით 95 000, სოფელბის სხვიტორისა და ჩიხის დამაკავშირებელ გზაზე 95 000, კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ჩონთოს დასახლების მისასვლელ გზაზე 147 081, სოფელ ლიჩიდან სოფელ ღოდორის მოსაცდელამდე 180 593 ლარი მოხმარდება.

სოფელ ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები კი რეგფონდიდან  760 000 ლარით დაფინანასდა.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 4 810 527 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, წყალტუბოს, ქუთაისისსამტრედიის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.