ლელა ქებურია ხელისუფლებას: თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა საკრებულოს იმ წევრების მიმართ, ვინც დღეს ქუჩაში ვეღარ გადიან

745

ფრაქციის – “მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონები” წევრი ლელა ქებურია აცხადებს, რომ ხელისუფლება იტყუება, როცა აცხადებს, რომ მან ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართა, რასაც მას კანონი ავალდებულებს. ის, ასევე, ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკრებულოს იმ წევრების მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ქალაქების გაუქმებას.