რეგფონდიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტს 6 პროექტი 3 205 671 ლარით დაუფინანსდა

996

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 6 პროექტი 3 205 671 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ საგარეჯოში სათავის ქუჩის წმ. გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოასფალტებას 294 500, სარაჯიშვილის ქუჩის მოასფალტებას 198 702, ხოლო, მარჯანიშვილის ქუჩის მოასფალტება 250 192 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, სოფელ კაკაბეთში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის II ეტაპის სამუშაოებისთვის 1 140 000, სოფელ მანავში ე.წ. “ტურის უბანში” ა/ბეტონის გზის საფარის მოწყობისთვის 600 647, სოფელ ხაშმში შიდა საავტომობილო გზის მოასფალტებისთვისა და სკოლისკენ მიმავალ გზაზე ქვაფენილის მოწყობისთვის 721 630 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 374 390 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.