გურჯაანის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 17 პროექტი 5 466 322 ლარით დაუფინანსდა

756

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

გურჯაანის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 17 პროექტი 5 466 322 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, რეგფონდიდან ქალაქ გურჯაანში გზების მოასფალტებას ნუცუბიძის ქუჩაზე 224 808, დადიანის ქუჩაზე 203 005, კოტეხის ქუჩაზე 179 018, იყალთოელის ქუჩაზე კი 155 344 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, გურჯაანის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციისთვის სოფელ კარდენახში (“ნუშების” უბნის გაგრძელება, “ქოჩიაანთ” უბანი,” ჩახვაანთ” უბანი და ბავშვთა სახლამდე მისასვლელი გზა) 627 877,  სოფელ ვეჯინში (ამაღლების მონასტრამდე მისასვლელი გზა) 247 684, სოფელ ძირკოკში 114 950, სოფელ ჯიმითში (სასაფლაოსკენ მიმავალი გზა) 834 584, სოფელ კაჭრეთში 280 886, სოფელ შაშიანში 586 919, სოფელ ახაშენში 352 526, სოფელ ვაზისუბანში (სასაფლაოსკენ მიმავალი გზა) 327 085 ლარი გამოიყო.

ხოლო, სოფელ არაშენდისა და სოფელ დარჩეთის დამაკავშირებელი შიდასაუბნო გზის რეაბილიტაციას 613 997 ლარი მოხმარდება.

ამასთან, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ ვაჩნაძიანში, სტადიონის უბანში – 150 328, მეგრელაანთ უბანში – 257 060, მარჩელაანთ უბანში – 161 120, მოსემღვდლიაანთ უბანში კი 149 131 ლარი გამოიყო.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 5 754 027 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, თელავისდედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.