თელავის მუნიციპალიტეტს 5 026 452 ლარის ღირებულების 13 პროექტი დაუფინანსდა

785

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თელავის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 13 პროექტი 5 026 452 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ თელავში ერისთავის ქუჩის რეაბილიტაციას და ქვაფენილის მოწყობას 323 334, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას 488 681, ქლუხორის ქუჩის მოასფალტებას 208 649, ჭავჭავაძის გამზირის N2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციას 199 720, ხოლო, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე N5, N7, N9 კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას 791 065 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, სოფელ წინანდალში “ნათლისმცემლის” ეკლესიისკენ მიმავალი გზის მოასფალტებისთვის 237 500, სოფელ კისისხევში სასმელი წყლის მაგისტრალის და შიდა ქსელების რეაბილიტაციისთვის 302 422, სოფელ ვანთაში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ქუჩის მოასფალტებისა და სანიაღვრეების მოწყობისთვის 493 180, სოფელ ქვემო ხოდაშენში ცენტრალური გზის მოასფალტება და ცენტრალური მაგისტრალის ჩრდილოეთით მდებარე ქუჩის რეაბილიტაციისთვის 464 332, სოფელ ბუშეტში “თულიანებისა” და “ნაგუცაანთ” უბანში შიდასაუბნო გზების მოასფალტებისთვის 221 626, სოფელ აკურაში შიდა გზის რეაბილიტაციისთვისა და სანიაღვრეების მოწყობისთვის 479 712, ხოლო, სოფელ შალაურში სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციისთვის 525 208 ლარი გამოიყო.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ფშაველში (თუშეთთან დამაკავშირებელი გზა) კულტურის სახლის ეზოში კემპინგის (ავტო, ველო და ქვეითი ტურისტების გასაჩერებელი ადგილის) მოწყობა რეგფონდიდან 291 023 ლარით დაფინანსდა.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 5 291 005 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.