სერგი კაპანაძე ხელისუფლებას: რაც არ უნდა იძახოთ, ხარჯებს დავზოგავთო, ქალაქებისთვის სტატუსის წართმევა არ მართლდება

708

ფრაქციის “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” წევრისთვის, სერგი კაპანაძისთვის გაუგებარია, რატომ აირჩია ხელისუფლებამ ხარჯების ოპტიმიზაციისთვის თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გზა და არა თვითმმართველობებში, მათ შორის, ააიპ-ებში, დასაქმებული მოხელეების ოპტიმიზაცია. კაპანაძე ამბობს, რომ ის 2014 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა წინგადადგმულ და სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა. ახლა კი ხელისუფლებამ ამ მიღწევას თავად გადაუსვა ხაზი.

თქვენ უუქმებთ ამ თვითმმართველი ქალაქების მოსახლეობას უფლებას, ჰყავდეს თავისი არჩეული მერი და ჰქონდეს ბიუჯეტი, – მიმართა უმრავლესობის წარმომადგენლებს სერგი კაპანაძემ.