მარტივია? აბა, ვცადოთ 🙂 – ტესტი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

11767

ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გზა, წყალი, სკვერი, პარკი, საბავშვო ბაღი, არაფორმალური საგანმანათლებლო ცენტრები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსაგვარებელი საკითხებია. ამიტომაც, მგონი, აუცილებელია, მის შესახებ ბევრი ვიცოდეთ. მოდი, ვნახოთ, შენ რა იცი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

დავიწყოთ:

Results

ყოჩაღ! ადგილობრივი თვითმმართველობის ზოგად დებულებებს მშვენივრად იცნობ! ისღა დაგრჩენია, მისი არსი კომპეტენციების, ფინანსების, ქონების, მოქალაქეთა მონაწილეობის ნაწილშიც საფუძვლიანად შეისწავლო და თვითმმართველობის მაგისტრის ტიტულსაც მოგანიჭებთ 🙂

ეჰ, ჯერ მხოლოდ ბაკალავრის ხარისხს უახლოვდები. არადა, ეს ხომ თვითმმართველობის მხოლოდ ზოგადი საფუძვლებია? 🙁 თვითმმართველობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა, რომლითაც ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვა შეგვიძლია. ამიტომ კარგი იქნება, თუ მის შესახებ ცოტა მეტი გეცოდინება. ხშირად ესტუმრე ჩვენს ვებგვერდს და ადგილობრივ თვითმმართველობაზე ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობ. მანამდე კი შენ მიერ გაცემული პასუხების ქვემოთ სწორი პასუხები ნახე იმისათვის, რომ გაიგო, რა შეცდომა დაუშვი

Next

#1. იმისათვის, რომ სოფლებისა და ქალაქების დონეზე მართვა გამარტივდეს, მუნიციპალიტეტი იყოფა:

დაიმახსოვრე! მართვის ოპტიმიზაციისათვის მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას შეიძლება ემთხვეოდეს. თვითმმართველ ქალაქში კი ადმინისტრაციული ერთეული დასახლების ნაწილია.

Next

#2. რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრინციპი?

“არასდროს დააკისროთ დიდ ერთეულს იმის გაკეთება, რაც მცირე ერთეულსაც შეუძლია. რისი გაკეთებაც ოჯახს შეუძლია, მუნიციპალიტეტს არ უნდა გავაკეთებინოთ, რისი გაკეთებაც მუნიციპალიტეტს შეუძლია, სახელმწიფომ არ უნდა შეასრულოს” – სწორედ ესაა სუბსიდიარობის პრინციპი, როცა უფლებამოსილებები უნდა განახორციელოს იმ ორგანომ, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოსახლეობასთან და რომელსაც შესაბამისი ეკონომიკური შესაძლებლობა გააჩნია. ამიტომაც, რაღა თქმა უნდა, სუბსიდიარობის პრინციპი ადგილობრივი თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპია!

Next

#3. რა სამართლებრივი ფორმა აქვს მუნიციპალიტეტს?

დაიმახსოვრე! მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი

Next

#4. რას ემყარება სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობა?

დიახ, ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარ უფლებამოსილებებს დამოუკიდებლად ახორციელებს, თუმცა, მისი და სახელმწიფოს ურთიერთობა ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს ეფუძნება. 

Next

#5. აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს უფლება, გაასაჩივროს ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ზღუდავს მისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას?

დაიმახსოვრე! მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებებს! ის უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ქმედებების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.

Next

#6. შეუძლია თუ არა მუნიციპალიტეტს, ჰქონდეს საკუთარი სიმბოლოები?

დაიმახსოვრე! მუნიციპალიტეტს აქვს გერბი და დროშა. მას შეიძლება ჰქონდეს სხვა სიმბოლოებიც, რომელთა სახელმწიფო რეგისტრაციაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება, ხოლო სიმბოლოთა გამოყენების წესი საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

Next

#7. რა ჰქვია იმ შესაძლებლობას, რომლითაც ჩვენს საცხოვრებელ ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარება შეგვიძლია?

როგორ არ იცი? ეს ხომ შენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უფლებაა! დაიმახსოვრე: ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები

Next

#8. რა ჰქვია თვითმმართველ ერთეულს?

უკვე დროა, იცოდე, რომ ამ ქვეყანაში რაიონები აღარ არსებობს, რეგიონი მხოლოდ ერთი გვაქვს და ის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული არ არის, მხარეს კი სამართლებრივი ფორმა არასდროს ჰქონია. დაიმახსოვრე! ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული მუნიციპალიტეტია!

Next

#9. ვინ ახორციელებს ჩვენი სახელით ადგილობრივ თვითმმართველობას?

დაიმახსოვრე! ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებია მერია და საკრებულო. ისინი ჩვენი სახელით აგვარებენ ადგილობრივ საკითხებს. თუმცა! არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენი ჩართულობის გარეშე ადგილობრივი პრობლემები ეფექტურად ვერ მოგვარდება!

Next

#10. რა ჰქვია ურბანულ დასახლებას, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააჩნია?

დაიმახსოვრე! ურბანულ დასახლებას, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააჩნია, თვითმმართველი ქალაქია! საქართველოში, სამწუხაროდ, მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქია – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი. 2017 წელს ხელისუფლებამ 7 თვითმმართველ ქალაქს – თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ოზურგეთს, ზუგდიდსა და ამბროლაურს ეს სტატუსი გაუუქმა.

Next

#11. ქვემოთ ჩამოთვლილი მხარეებიდან რომელი სარგებლობს რეგიონის უფლებამოსილებებით?

არადა, ზაფხულის მოსვლას ნატრობ, რომ აჭარის სანაპიროს ესტუმრო და დაისვენო 😀 დაიმახსოვრე! რეგიონის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელსაც ჰყავს საკუთარი მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო – უმაღლესი საბჭო.

Next

#12. მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული დასახლებაა. გახსოვს, დასახლების რა კატეგორიები გვაქვს?

ნუთუ, არ გახსოვს, რომ სოფლები, დაბები და ქალაქები გვაქვს? სწორედ ესაა პირველადი ტერიტორიული ერთეულები, ანუ დასახლებები, რომლებსაც აქვთ სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავთ რეგისტრირებული მოსახლეობა.

Finish

ვებგვერდზე გამოქვეყნებული სხვა ტესტები შეგიძლია, იხილო ამ ბმულზე