ონის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 2019 წელს 2 პროექტი 2 510 000 ლარით დაუფინანსდა

322

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ონის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 2 პროექტი 2 510 000 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ ონის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის I ეტაპის სამუშაოებსისთვის რეგფონდიდან 1 425 000 ლარი დაიხარჯება ( პროექტის I ეტაპის სამუშაოების სრული ღირებულება 1,5 მილიონი).

ამასთან, ამავე ფონდიდან ინფრასრუქტურული პროექტების ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარი-მრავალძალის (მრავალძალის ეკლესიამდე) მისასვლელი გზის ასფალტირების III ეტაპის სამუშაოებს 1 085 000 ლარი მოხმარდება (III ეტაპის სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 142 105.3 ლარს შეადგენს).

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 2 642 105.3 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ლენტეხისცაგერისა და ამბროლაურის  მუნიციპალიტეტებში.