მამუკა ჩიქოვანი ხელისუფლებას: ქალაქების გაუქმებაზე კი არა, იმაზე უნდა მსჯელობდეთ, როგორ გააძლიეროთ თვითმმართველობა სოფლის დონეზე

729

საპარლამენტო ფრაქციის – “მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონები” წევრი მამუკა ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ 2014 წელს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით არასწორი იყო, თუმცა, ახლა მათი გაუქმებაც არასწორია. მისი თქმით, ხელისუფლება სოფლებისა და თემების დონეზე თვითმმართველობის გაძლიერებაზე უნდა ფიქრობდეს და არა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე.