ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ნაცმოძრაობის“ წევრები და დავით ოქიტაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატები კულტურის პალატისთვის ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის, დროებით უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს განიხილავდნენ. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტშის მერიასა და საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

“სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას,”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა.

შუშანიას განცხადებას სხდომაზე დამსწრე დავით ოქიტაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ოქიტაშვილსა და შუშანიას შორის დაწყებული დაპირისპირების განმუხტვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფმა პირებმა სცადეს.

“საქართველოს კულტურის პალატის“ თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მისი გაღიზიანება ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებებმა გამოიწვია.

“ბოდიშს ვიხდით, რაღაც ინციდენტი მოხდა, მაგრამ მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, ორი დღის განმავლობაში გიგა შუშანია რა სიტყვებით მოგვიხსენიებდა. ჩვენს ოჯახებსაც შეეხო და ჩვენ ვართ თურმე თაღლითები. მე თუ ვარ თაღლითი, მე მომმართე და ოჯახებს ნუ ეხებიან“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია სულხან–საბას ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის შენობას “საქართველოს კულტურის პალატას”, რომლის პრეზიდენტიც დავით ოქიტაშვილია, უსასყიდლოდ გადასცემს. შენობით, რომლის ფართიც 6 000 კვ.მ–ია კულტურის პალატა ორი წლის განმავლობაში ისარგებლებს. ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემას უკვე დაეთანხმა  იურიდიულ საკითხთა კომისია.

როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვლასი გარდაფხაძემ განაცხადა, შენობით მისი მდებარეობის გამო ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. მისივე თქმით, ორი წლის შემდეგ თუ შენობას ინვესტორი გამოუჩნდება, კულტურის პალატა ვალდებულია შენობა გაათავისუფლოს.

თუმცა, როგორც გამოცემა “ქუთაისიპოსტი” წერს მერიას შენობა აუქციონზე გასაყიდად არც ერთხელ არ გაუტანია.

ცნობილია, რომ ავანგარდის დასახლებაში, ყოფილი ქარხნის ტერიტორია კულტურის პალატამ კონცერტის ჩასატარებლად პირველად გასულ წელს გამოიყენა. წელს კი ქარხანაში მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია დაგეგმილი. რომელიც 8 მარტს გაიმართება.

ამასთან, როგორც ირკვევა, კონცერტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა მომზადებული არ არის.

“კულტურის პალატის” თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ შენობას ექსპერტიზა ამ წუთებში უტარდება.

“ახლაც მუშაობს ათკაციანი ჯგუფი იქ და შეიძლება სამ საათშიც იყოს ეს დასკვნა”, – ამბობს დავით ოქიტაშვილი.

მსგავსი სიახლეები
საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი
ქუთაისში, საჯარო სკოლის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც 27 მარტს ჩატარებული საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების
წინა სტატია ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, ა(ა)იპ "ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის" ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, საკრებულოზე დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საკითხი ქუთაისის საკრებულოს იურიდიულმა კომიტეტმა უკვე განიხილა. ქუთაისის საკუთრებაში არსებული, ახალგაზრდობის
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას საკრებულოში არსებული კომისია შეისწავლის. "16 წევრისაგან დაკომპლექტებულ კომისიას
წინა სტატია ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მოადგილის თანამდებობაზე გამოცემა"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლაშა გვენეტაძე
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა შუშანიამ პრესკლუბ მედიარუმში გამართულ ბრიფინგზე ქუთაისში ტრანსპორტის პრობლემის მოსაგვარებლად მერიას სამუშაო
ქუთაისში ლითოფონის ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი განთავსდება. ინფორმაციას ქუთაისი
ქუთაისში მორიგე საბავშვო ბაღის დამატებას ითხოვენ. საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო, მესამე მორიგე ბაღის დამატების რეკომენდაციით
ქუთაისის თვითმმართველობამ 2018 წელს პრემია–დანამატის სახით  688 384 ლარი გასცა. პრემია–დანამატი წლის განმავლობაში სხვადასხვა დღესასწაულებზე
წინა სტატია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-15 სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით
წინა სტატია ქუთაისის საკრებულო 2019 წლის ბიუჯეტს 26 დეკემბერს დაამტკიცებს. როგორც საკრებულოში განმარტავენ, საკრებულოს უკვე
წინა სტატია ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტს საკრებულო, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე, 26 დეკემბერს დაამტკიცებს. ბიუჯეტის
წინა სტატია "ქუთაისის ბიუჯეტი 173 600 ლარით გაიზარდა და მთლიანად 2018 წლის ასიგნებებმა 66 517
წინა სტატია ქუთაისის საკრებულომ აღმასრულებელს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაუბრუნა, თუმცა, მხოლოდ ტექნიკური შენიშვნებით.
%d bloggers like this: