მერაბ ქვარაია თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას არ ეთანხმება, თუმცა, მათ გაუქმებაშიც ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს

1397

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ის თვითმმარველი ქალაქების გაუქმების მომხრე არ არის, თუმცა, მათ გაუქმებაშიც ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს და ემხრობა სამინისტროს მიერ შეთავაზებული რეფორმის ძირითად ნაწილს.

მერაბ ქვარაია ერთ-ერთია, ვინც 2014 წელს ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თანამოაზრეებთან ერთად, ხელმოწერებს აგროვებდა.