ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 7 პროექტი 2 192 615 ლარით დაუფინანსდა

1169

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 7 პროექტი 2 192 615 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ერკეთში, ჯვარცხმის უბანში (გ.ბერაძის ეზოს მიმართულებით), სოფელ ხიდისთავში შიდა საუბნო გზაზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობა და ხიდისთავი-ჭაჭიეთის დამაკავშირებელი გზის მეორე მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები რეგფონდიდან 192 992 ლარით დაფინანსდა.

ამავე ფონდიდან, სოფელ გოგოლესუბანში (მჭედლების სერი), სოფელ შუა ამაღლებაში და სოფელ გუთურში (ძველი სასაფლაოს მიმართულებით) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას 118 689 ლარი მოხმარდება.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელელ ჩომეთსა და სოფელ კოხნარში სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის რეგფონდიდან 72 723 ლარი დაიხარჯება.

ასევე, დაბა ჩოხატაურში, მდინარე სუფსაზე საავტომობილო ხიდისა და სარეგულაციო კედლების მოწყობისთვის რეგფონდიდან 1 293 664, სოფელ დაბლაციხე-საყვავისტყე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 301 368, სოფელ გუთურის ცენტრალური გზიდან ახალ სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 155 505,  დაბა ჩოხატაურში ნიკო მარის ქუჩის რეაბილიტაციისთვის კი 57 674 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 2 308 018 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.