ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 2019 წელს 5 პროექტი 6 480 000 ლარით დაუფინანსდა

161

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 6 480 000 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციას 2 232 903, ხოლო, ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ბაილეთის ცენტრის გავლით გზის რეაბილიტაციას (5667 გრძ.მ) რეგფონდიდან 2 041 445 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზიდან სოფელ ხვარბეთის გავლით კონჭკათის (კატისციხე) საზღვრამდე დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე (4868 გრძ.მ) 1 073 158, სოფელ ცხემლისიხიდი-სოფელ ვაკიჯვრის გზიდან ბაღდადის ეკლესიამდე დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე (1662 გრძ.მ) კი 789 211 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება სოფელ დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაურის (ჭალას) სასაფლაომდე სარეაბილიტაციო სამუშაოებს (1387 გრძ.მ) რეგფონდიდან 343 283 ლარით დაფინანსდა.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 6 821 053 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.