რუსთავში 31 მინი სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება

948

რუსთავში 31 მინი სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოებისათვის 1 მილიონ 500 ათას ლარამდეა გამოყოფილი, აქედან 1 მილიონ 294 ათასი ლარი, რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერია, დანარჩენი თანხის მობილიზება კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება. პროექტის ფარგლებში 31 მინი სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია ქალაქის სხვადასხვა უბანში: 21-ე, მე-20, მე-19, მე-16, მე-17, მე-11, მე-12-ე, მე-7 მიკრო რაიონებში, შარტავას გამზირზე, ლეონიძის, ბარნოვის, თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩებზე მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდება. სტადიონების მშენებლობაზე ელექტრონულ ტენდერს რუსთავის თვითმმართველობა უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი