2019 წელს რეგფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 3 პროექტი 1 764 163 ლარით დაუფინანსდა

1443

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 3 პროექტი 1 764 163 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ მუზეუმთან მისასვლელი გზის აღდგენისთვის რეგფონდიდან 300 598 ლარი დაიხარჯება.

ამავე ფონდიდან, გვიმბალაურის, ღრმაღელის, სუფსის და ჩოჩხათის ადმინისტაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციისთვის 1 307 827 ლარი გამოიყო. ხოლო, ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია რეგფონდიდან  155 738 ლარით დაფინანსდა.

საერთო ჯამში კი რეგფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 1 857 015 ლარი მოხმარდება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.