ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 2019 წელს რეგფონდიდან 2 პროექტი 870 000 ლარით დაუფინანსდა

872

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 პროექტი 870 000 ლარით დაუფინანსდა. საერთო ჯამში კი რეგფონდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 1 077 438 ლარი მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, სოფელ ბარალეთი-კოჩიო გზის მოასფალტების I ეტაპის სამუშაოების დასასრულებლად რეგფონდიდან 400 000 ლარი გამოიყო (პროექტის სრული ღირებულება 494 038 ლარს შეადგენს)

ამავე ფონდიდან, სოფელ ბარალეთი-კოჩიოს გზის მოასფალტების II ეტაპის სამუშაოებს (სოფელ კოჩიოდან სოფელ ალათუმანამდე) 470 000 ლარი მოხმარდება (სამუშაოების ჯამური ღირებულება 583 400 ლარი).

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ახალციხის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.