ბადრი ნანეტაშვილი გორის საკრებულოს ტოვებს

852

“შენების მოძრაობის” წევრი ბადრი ნანეტაშვილი გორის საკრებულოდან მიდის. მუნიციპალიტეტის წარომადგენლობითი ორგანოს დატოვების შესახებ განცხადება ნანეტაშვილმა უკვე დაწერა.

“შენების მოძრაობის” წევრი საკრებულოს წევრი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. ის გორში პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო.

ნანეტაშვილი გორის საკრებულოში ფრაქციის – “ევროპული შენების” თავმჯდომარის მოადგილე იყო. ფრაქცია ნანეტაშვილმა “ევროპული საქართველოს” წევრებთან ერთად შექმნა, თუმცა, მოგვიანებით ის დაიშალა.

უკვე ცნობილია, რომ ბადრი ნანეტაშვილს საკრებულოში მისივე თანაგუნდელი, პაპუნა კობერიძე ჩაანაცვლებს, რომელიც ამავე მოძრაობის პროპორციული საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო და 2014-2017 წლებში გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო “ეროვნული ფორუმიდან”.

კობერიძის უფლებამოსილებას საკრებულო მას შემდეგ ცნობს, რაც ნანეტაშვილის საკრებულოდან წასვლას კენჭს უყრის. ჯერჯერობით, საკრებულოს არც ნანეტაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის და არც კობერიძისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე არ უმსჯელია.