ბათუმში სუვენირებით მოვაჭრეებს ახალი ჯიხურები უახლოეს დღეებში გადაეცემათ

1277

ბათუმში სუვენირებით მოვაჭრეებს უახლოეს დღეებში ახალი ჯიხურები გადაეცემათ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სუვენირებით მოვაჭრეებს ჯიხურები იჯარით გადაეცემათ და წლიური ღირებულება 250 ლარი იქნება.

დღეს სუვენირებით მოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, მერია ერთი თვის წინ მათ ახალი ჯიხურების გადაცემას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.

აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყო და მუშაობას ჯიხურების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ.
ერთი თვის წინ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების ჯიხურები აიღეს, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ბათუმის მერია კი სუვენირებით მოვაჭრეებს ძველი ჯიხურების ახლით ჩანაცვლებას დაჰპირდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი