ზუგდიდის მერიამ სოციალური პროგრამის დაფინანსება შეამცირა

490

ზუგდიდის მერიის სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა წელს 50 ათასი ლარით ფინანსდება, რაც გასულ წელთან შედარებით 20 ათასი ლარით ნაკლებია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამის დაფინანსების შემცირება მომართვიანობის ნაკლებობამ გამოიწვია.

“მომართვიანობიდან გამომდინარე პროგრამა დაფინანსდა წელს 50 ათასი ლარით. გასულ წელს დარჩენილი თანხა კი ამავე სამსახურში სოციალურ პროგრამებზე საჭიროების მიხედვით გადანაწილდა“, – აცხადებენ მერიაში.

გასულ წელს პროგრამა 70 ათასი ლარით დაფინანასდა, თუმცა მხოლოდ 21 ათასი ლარი დაიხარჯა. კერძოდ, დაფინანსდა 3 პროექტი, სულ კი კომისიაში განსახილველად 8 პროექტი იყო შესული.