აუდიტის სამსახურმა 6 მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურას მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამტრედიის, ქუთაისის, რუსთავის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, საქმე შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში დაფიქსირებულ სისტემურ და კომპლექსურ დარღვევებს ეხება.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 1-ელ მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშებში გარკვეული დანაშაულის შესაძლო ნიშნებსა და რისკებზეა საუბარი. უფრო კონკრეტულად, სამტრედიის მუნიციპალიტიტის ანგარიშში აღწერილია ერთ -ერთი ტენდერი, სადაც მონაწილე კომპანიებს შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარიგების ანუ “აფიდავიტის“ რისკს ხედავს. საუბარია 2017 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, სადაც გამარჯვებულ ფირმას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასფალტის დაგების სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა – სს „არქეოპოლისი“ და შპს „ინდიკო“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ ტენდერის გამოცხადების პერიოდში შპს „ინდიკოს“ 100% წილის მესაკუთრე იყო იოსებ გადელია, ხოლო სს „არქეოპოლისი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – მისი ბიძა- დემური გადელია. საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შპს „ინდიკო“-მ, რომლის მომსახურებაც მუნიციპალიტეტს სს „არქეოპოლის“- მიერ შემოთავაზებულ ფასზე 412.8 ათასი ლარით მეტი დაუჯდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ უმსჯელიათ პრეტენდენტების მხრიდან აფიდავიტის შესაძლო დარღვევის საკითხებთან დაკავშირებით და არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებიათ.

აუდიტის სამსახური დანაშაულის ნიშნებს ხედავს ქუთაისის მერიის მიერ მიღებულ გარკვეულ გადაწყვეტილებაშიც. უფრო კონკრეტულად, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მერიამ 4,3 მლნ ლარი გადაუხადა კომპანიას სოციალური სახლის მშენებლობისთვის, თუმცა სახლი საცხოვრებლად უვარგისია. ამასთან, აუდიტის სამსახური მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების რისკებზე მიუთითებს.

ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, ქუთაისი მერიამ 2015-2017 წლებში 715 600 ლარი არაეფექტიანად, საჭიროების დასაბუთების გარეშე დახარჯა გარე განათების ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში და მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია.

აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია, ასათიანის ქუჩაზე უხარისხოდ მოწყობილ სანიაღვრე სისტემაზე, რაზეც ქუთაისის მერიამ 168 200 ლარზე მეტი არაეფექტიანად დახარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მრავალი ხარვეზი გამოავლინა რუსთავის მუნიციპალიტეტშიც. განსაკუთრებით საგულისხმოა რუსთავის მარჯვენა სანაპიროს რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც, აუდიტორების დასკვნით, მერიამ ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაცვლად, პერიოდულად უზრდიდა შემსრულებელ კომპანიას დასრულების ვადას. ასევე ირკვევა, რომ რუსთავის მერიამ ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოებიც ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო, რადგან სამშენებლო მასალის შესყიდვისა და სამუშაოების დასრულების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა.

საინტერესოა ასევე ხობში, სოფელ საჯიჯაოში ხიდების რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც მუნიციპალიტეტმა თანხა გადაიხადა, თუმცა, აუდიტორების დასკვნით, სამუშაოები არ დასრულებულა და მოსახლეობა ხიდებით ვერ სარგებლობს. უწყების შეფასებით, საეჭვო გარემოებები იკვეთება შპს „შარა-გზამშენი პირველის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებში. კომპანიას მუნიციპალიტეტი სამშენებლო ვადების დარღვევისთვის არ აჯარიმებდა და დასრულების ვადას უხანგრძლივებდა, საბოლოოდ კი სოფელ ზენის გზების მოასფალტების სამუშაოები, რაშიც მუნიციპალიტეტმა 1 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა, „უხარისხოდ შესრულდა“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტენდერებში არსებული ხარვეზებზე მიუთითებს საჩხერისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

გამოცემა “ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, გამოვლენილი დარღვევები, რომელიც აჩენს დანაშაულის რისკებს, გადაიგზავნა თუ არა პროკურატურაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაადასტურეს, რომ საქმეები, სადაც, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში.

მსგავსი სიახლეები
ქობულეთში თემაზე - "ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის" ტრენინგი გაიმართა. ხობის მერიის ინფორმაციით, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის ჯამში 1
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ფონდ "ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან, სამეგრელოს
ხობის სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ხობის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 2
წინა სტატია მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ 4 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, ტენდერი გამოცხადდა ზესტაფონის
ხობის მერიაში ფულადი ჯილდოს და დანამატის სახით, სამ თვეში, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან პირველ თებერვლამდე ჯამში 111
სტატიის გაგრძელება პროკურატურა ზუგდიდისა და ზობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 63 მოქალაქეს 67 მიწის ნაკვეთს დაუბრუნებს. მოქალაქეებს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. "საგვიჩიოში 3770 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა სასოფლო
ხობის მუნიციპალიტეტის მერია კონდიციონერების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ჯამში 21 კონდიციონერზეა საუბარი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება
ხობის მუნიციპალიტეტში ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ5+ 00 -კმ 10+ 300), გზის სარეაბილიტაციო
დღეს ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ველობილიკი, საფეხმავლო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის მიხედვთ, 850
%d bloggers like this: