რა სქემით იმოძრავებს ტრანსპორტი პეკინისა და მის მიმდებარე ქუჩებზე

684

თბილისის მერია პეკინის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმის ამსახველ გრაფიკულ ვიდეოს ავრცელებს.

შეგახსენებთ, 16 ივნისიდან თბილისში, პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე​ მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. შესაბამისად, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება: რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი