თბილისში ილუზიების მუზეუმი გაიხსნა

3125

თბილისში ილუზიების მუზეუმი გაიხსნა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სივრცე აერთიანებს პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახებს, სადაც ვიზიტორებს დიდაქტიკურ თამაშებში ჩაბმა შეეძლებათ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მუზეუმში შეგიძლიათ იცინოთ, იკივლოთ, გადაიღოთ ფოტოები და გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია.

ამასთან, ილუზიების მუზეუმში სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზიაც განთავსდება.