ყვარლის მუნიციპალიტეტში საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ

1211

სტატიის გაგრძელება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასულ წელს ისე გასხვისდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს არ ჰქონდა, ეს იმ ფონზე, როცა აღნიშნული ფართობი სოფელს 49-წლიანი იჯარით ჰქონდათ აღებული.

მოსახლეობამ მიწის დაბრუნების გამო სასამართლოს უკვე მიმართა.

სოფლის რწმუნებული კი ამბობს, რომ მიწა სახელმწიფომ კანონიერად გაყიდა.