ავარიული სპორტული მოედანი ჩაქვში (ვიდეო)

852

დაზიანებული მოედანი, სადაც თამაში შეუძლებელია. ჩაქვში მდებარე სპორტული მოედანი წვიმის დროს აუზს ემსგავსება, მონგრეულია სპორტული სტადიონისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ახალგაზრდებისთვის არა მარტო ფეხბურთის თამაშია შეუძლებელი, არამედ  მოედნის გვერდით მდებარე სავარჯიშო ატრაქციონებსაც ვერ იყენებენ, რადგან ის წლების წინ მოიშალა და დაიჟანგა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პრობლემას წინა ხელისუფლების დროს სტადიონის არასწორად აშენებას უკავშირებს, მაგრამ რატომ არ გაკეთდა სტადიონი მოქმედი ხელისუფლების პერიოდში ამაზე პასუხი არ აქვთ.