ქედის სოფლებში ადგილობრივები ნაგვის ურნების განთავსებას ითხოვენ (ვიდეო)

612
ახალი ურნები გორის სოფლებში

ქედის სოფლებში ადგილობრივები ნაგვის ურნების განთავსებას ითხოვენ. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მოსახლეობის უმრავლესობა მდინარის ნაპირზე მოსაცდელებთან ყრის. განსაკუთრებულად დანაგვიანებულია ის ადგილები, სადაც ხშირად გადაადგილდებიან ტურისტები. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ პრობლემად უკანონო ნაგავსაყრელები რჩება. როგორც “აჭარის ტელევიზია” წერს, ქედის მერიას წელს ურნების შესაძენად ბიუჯეტში თანხა არ გაუთვალისწინებია. თუმცა, შესაძლოა, საჭირო ფინანსები ბიუჯეტის კორექტირებისას გამოიყოს.