რეფორმა სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები ფინანსურ საფუძველს დაემყარება

ქიარიმ გუმბათოვი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ადგილობრივი თვითმმართველობა არის საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლითაც ის მონაწილეობას იღებს ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. განვითარებულ ქვეყნებში თვითმმართველობის განვითარების დონე ასახავს დემოკრატიის ხარისხს საჯარო მმართველობაში.

ადგილობრივი თვითმმართველობა მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კონტროლს ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებზე. სწორედ პოლიტიკური სისტემის მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს ის, რომ შეიქმნას ხელისუფლების მოსახლეობასთან დაახლოების ინსტიტუციონალური პირობები.

სამწუხაროდ, დღეისათვის ცენტრალურ ხელისუფლებაში ძალაუფლების კონცენტრაციის მზარდი ტენდენციაა, არადა, ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ მაშინ ვითარდება, თუ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ძალაუფლების დეცენტრალიზაცია ხდება.

საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების გარეშე  გარდაუვალია. დღეს ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმირების მხოლოდ პირველ ეტაპზეა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობები მათ საქმიანობაში სახელმწიფო ორგანოების ჩარევისგან უნდა გათავისუფლდნენ, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ურთიერთობა უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, მისი მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად, ექსპერტებს შორის მწვავე დებატებს იწვევს. რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი შედეგი უნდა იყოს  ცენტრსა და თვითმმართველობას შორის ძალაუფლების გაყოფა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. დღეისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა არაეფექტურად მუშაობს. ამის ძირითადი მიზეზებია:

– უზუსტობა ხელისუფლების კომპეტენციის დონის განსაზღვრისას;

– ადგილობრივი ხელისუფლების არსის და მისი შესაძლებლობების არასაკმარისი გაგება;

– მუნიციპალიტეტების სუსტი ეკონომიკური და ფინანსური ბაზა;

– კანონმდებლობის არათანმიმდევრულობა და არასაკმარისად მომზადება;

– სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და საინფორმაციო დახმარების არასაკმარისი დონე;

–  მმართველობის ორგანოების არაოპტიმალური სტრუქტურები;

– ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე კონტროლის მექანიზმების არაეფექტურობა როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მხრიდან;

– ადგილობრივი ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ნაკლებობა.

როგორც წესი, ადგილობრივი მოსახლეობა ერთდროულად  წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის როგორც ობიექტს, ისე სუბიექტს, რაც ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამავდროულად, სახელმწიფო პოლიტიკა ძლიერ გავლენას ახდენს  მუნიციპალურ პოლიტიკაზე. ადგილობრივ თვითმმართველობა კი მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს, აკმაყოფილებს ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებს და მოქალაქეები ამ ურთიერთობაში წამყვან როლს ასრულებენ.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა არასრულყოფილია და სერიოზულ რეფორმას საჭიროებს. მიუხედავად ამ სფეროში განხორციელებული რეფორმებისა, დღემდე ვერ მოხერხდა მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობისა თუ უფლებამოსილებების გაზრდა. აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტებს არა მხოლოდ საკუთარი საგადასახადო შემოსავლები ჰქონდეთ, არამედ ის, რომ მათი მოცულობა მაღალი იყოს ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების საერთო სტრუქტურაში. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი ფინანსური რესურსების ნაკლებობა და მათი დამოკიდებულება ცენტრალურ ბიუჯეტზე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის ობიექტურ დაბრკოლებას წარმოადგენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როცა ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებები ფინანსურ საფუძველს დაემყარება. ამისათვის საჭიროა სათანადო ცვლილებები არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ საგადასახადო და საბიუჯეტო კანონმდებლობაშიც.

რაც მთავარია, აუცილებელია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა და იმის გააზრება, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის უფროსი არ არის. ამ ცვლილებების გარეშე და პოლიტიკური ნების არარსებობის შემთხვევაში, რეფორმა სრულიად არაეფექტური იქნება.

მსგავსი სიახლეები
ლიზა სოფრომაძე - რეგიონის განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე რამდენიმე წლის წინ, როცა თვითმმართველობის შესწავლა დავიწყე,
ნორიკ გასპარიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მცხოვრები მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომელიც, ძირითადად, დასახლებულია ეთნიკური აზერბაიჯანელებით,
ანა მარგველაშვილი - სათემო განვითარების ცენტრი კულტურა ადგილობრივი განვითარებისათვის[1] - საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილება ნაწილი 1.
ელისო ჯანაშია - "ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის" დირექტორი მთელი შეგნებული ცხოვრება თვითმმართველობის დამოუკიდებლობის
✊ მოითხოვე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდეს შესაბამისი ფინანსები, ქონება და უფლებამოსილება! 🤝 პარალელურად, ჩაერთე მის
ნათია კუპრაშვილი - ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე "სოფლის შეკრება პრობლემებზე სამსჯელოდ  თანამედროვე კანონმდებლობის ერთ-ერთი საუკეთესო მუხლია.
🛑 იცი, რომ თვითმმართველობების სიდიდით საქართველო თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას აჭარბებს? 🚫 რატომღაც, საბჭოთა საქართველოს დროინდელ ტერიტორიულ
ირაკლი პაპავა „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიულობის საზომს წარმოადგენს ის, თუ რამდენად
ტიგრან თარზიანი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები დეცენტრალიზაცია და რეგიონული განვითარება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად, გამოწვევად რჩება,
♻️ ყოველდღიურად ჩვენ ვსარგებლობთ მუნიციპალური სერვისებით - ტრანსპორტით, გზით, სკვერებით, საბავშვო ბაღებით. 🧮 ყოველდღიურად ჩვენ ჩვენს ქალაქებსა თუ
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი რატომ არ აძლევს ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობას ადგილობრივი ქონების, ბუნებრივი რესურსების განკარგვის უფლებას? ვინ
ავტორები: კონსტანტინე კანდელაკი მამუკა აბულაძე 1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმის წინაპირობები თანამედროვე საქართველოს მუნიციპალურმა სისტემამ, რომელიც
%d bloggers like this: