გურჯაანის მერიისა და სამხედრო გაწვევის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ

548

1 მარტიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის თანამშრომლების ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 100 ლარით გაიზარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, რომ ისინი 650 ლარის ნაცვლად, 750 ლარს მიიღებენ.

“აღნიშნულ პირების შრომის ანაზღაურება სახელფასო ფონდიდან გაიზარდა. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტიდან 11 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, პირველი იანვრიდან ხელფასები 150 ლარით მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტებსაც გაეზარდათ ”,- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.