ისნის რაიონში 4 მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა

1288

ისნის რაიონიში 4 მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ქანობიანი გადახურვა წითელწყაროს II შესახვევის N10-ში, სალოსის N46ა-ში მდებარე N39 კორპუსსა და ბაჩანას ჩიხის N7-ში შეიცვალა, ხოლო ბრტყელ სახურავს რეაბილიტაცია ვაზისუბნის დასახლების N16 კორპუსს ჩაუტარდა.

სახურავების რეაბილიტაციის ოთხივე პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჯამში, 27 580 ლარით დააფინანსა.

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამით, პროექტების განხორციელება ჩვენს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ოთხ მისამართზე მცხოვრებ 69 ოჯახს დაზიანებული სახურავების პრობლემა გადავუჭერით. სამუშაო მაღალი ხარისხით, პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა, რასაც ყველა კონტრაქტორი კომპანიისგან მკაცრად მოვითხოვთ. მზად ვართ, ამხანაგობებს მათივე პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრული სამუშაოების ჩასატარებლად, მომავალში კვლავაც დავეხმაროთ“, – განაცხადაისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.