ქუთაისის ყინულის მოედანი სატესტო რეჟიმში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიხსნება

947

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის ყინულის მოედანი ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაკეტილია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები თებერვლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. მერიის ა(ა)იპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში” ირწმუნებიან, რომ სამუშაოები დასრულებულია და მოედნის სატესტო რეჟიმში შემოწმება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ყინულის მოედანი გაიხსნება და ბავშვებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“მოედნის რეაბილიტაციას ვადებში მოხდა. ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში ხდება მოედნის გაყინვა და შემოწმება. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ მოედნის საზეიმოდ გახსნას და ბავშვებიც ჩვეულებრივად დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს”, -აცხადებენ ააიპში.

ქუთაისის მერიამ ყინულის მოედანისთვის აგრეგატის შესაძენად ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. სამუშაოებს ხელშეკრულებით გამარჯვებული კომპანია “ტრემაქს ჯორჯია“ ასრულებს. მათი წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ იანვრის ბოლოს მოედანი მუშაობას დაიწყებდა. ქუთაისის მერიამ აგრეგატის შესაძენად  165 ათასი ლარი გადაიხადა.