კოტე აფხაზის ქუჩაზე ტაქსებისთვის უფასო საპარკინგე ადგილები განისაზღვრება

807

წინა სტატია

კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ტაქსებისთვის უფასო საპარკინგე ადგილები განისაზღვრება.

მერიის ინფორმაციით, თბილისში ტაქსებისთვის გამოყოფილი უფასო საპარკინგე ადგილების რაოდენობამ 340-ს მიაღწია.

“თბილისის მერია ახალი ადგილების შერჩევის პროცესში ამ სფეროში დასაქმებულთა და მგზავრთა მოთხოვნებს ითვალისწინებს. ტაქსებისთვის პარკირების ადგილების გამოყოფა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მათი განლაგების სქემის ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე. ამასთან, მოქალაქეებს შეუძლიათ ახალი ადგილები თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე მოითხოვონ“, – განმარტავენ თბილისის მერიაში.