სუს-ი ხელვაჩაურის მერიის საქმიანობას სწავლობს (ვიდეო)

949

ხელვაჩაურის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მტკიცებით, დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რატომ შევიდა საგამოძიებო ორგანო ხელვაჩაურის მერიაში არ აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ საქმე ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციას ეხება.

როგორც ცნობილია აუდიტმა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები დააფიქსირა. თუმცა, საკმაოდ კრიტიკული შენიშვნების მიუხედავ ჯუმბერ ვარდმანიძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და დარწმუნებულია, რომ სიმართლე მალე გაირკვევა. მუნიციპალიტეტის მერს არც იმის მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესი ვინმეს დაკავებით დასრულდეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის მერის მოადგილემ ზვიად ხალვაშმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, გადადგომის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.