აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის თანხას გამოყოფს

676

სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან 58 537 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

აღნიშნული თანხა ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ხანძრის, ხოლო ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გადანაწილდება.

სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული  ზარალის სალიკვიოდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით აღნიშნული თანხიდან 300 700 ლარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში დატბორვის შედეგად დაზარალებულ 93 ოჯახზე განაწილდება.

კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.