თბილისში ბუდაპეშტის ქუჩაზე 2 თვით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

913

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან 2-თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა.

კერძოდ, შეზღუდვა დაწესდა ს.კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.

“ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება ნებადართული. ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ”- აცხადებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.