რუსთავის მთავარ ხიდზე განათების სისტემა დაამონტაჟეს

722

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდი ახალი განათების სისტემით აღჭურვა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

ხიდის ორივე მოაჯირზე დამონტაჟებული დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა ქალაქის უკეთეს ვიზუალურ განათებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სამსახურის თანამშრომლებმა დამცავი კედლები ფილებით მოაპირკეთეს და მოაჯირები შეღებეს.

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარეგანათების ქსელის მოწესრიგებას და მოვლა-პატრონობას “რუსთავსერვის ცენტრი” უზრუნველყოფს.