პარლამენტი ტყის ახალ კოდექსს მიიღებს

წინა სტატია

საქართველოს პარლამენტი ახალ ტყის კოდექსს მიიღებს. მთავრობამ კანონმდებლებს “საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტი უკვე წარუდგინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც მთავრობა განმარტავს, სატყეო სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებელი გახდა საქართველოს ტყის კოდექსის ახალი პროექტის შემუშავება.

“საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ს მოიცავს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებას. კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება“, – აღნიშნულია კოდექსის პროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, თვითმმართველობის კომიტეტი "ტყის კოდექსის“ პროექტს მხარს არ უჭერს. ინფორმაციას პირველი
წინა სტატია ახალი ტყის კოდექს“ ხე-ტყის გრძელვადიან ლიცენზირებას საერთოდ აღარ მოიაზრებს. ლიცენზიების გაცემა ტყის მდგრადი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტყის ახალი კოდექსი მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად მზად
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე,
წინა სტატია ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტყის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში, ხანძრით
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი 26 მარტს პირველ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა
სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია
პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მოთხოვნით, დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც "ბავშვის უფლებათა კოდექსს“ განიხილავენ, განაცხადა, რომ ბავშვთა
უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული
თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში, საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენის მესამე დღე თბილისის
%d bloggers like this: