დღეიდან ტაქსის მძღოლები მანქანის წმენდისა და გადაღებვის ვაუჩერებს მიიღებენ

წინა სტატია

დღეიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ. ერთი ვაუჩერი ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვისთვის იქნება.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ SMS-შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც მითითებულია მისამართები, თუ სად შეუძლიათ ტაქსისტებს ამ ვაუჩერების მიღება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 21 აგვისტოდან ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვების გასცემას იუსტიციის სახლი აწარმოებდა. პირველი ოქტომბრიდან კი არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება და გასული წლის 4 დეკემბრიდან ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე, ასევე, ელექტრონულ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი ჩართული აღარაა.

ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ. 28 თებერვლის მონაცემებით ტაქსის 27 324 ნებართვაა გაცემული.

ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურებაც აიკრძალება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.

თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.

დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები გასულ წელს დაიხაზა.

მსგავსი სიახლეები
ტაქსების შესახებ რეფორმა რომ ჩაშლის პირას არის და შეიძლება არ განხორციელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ, -
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ
წინა სტატია ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ტაქსის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას აპროტესტებენ, საგანგებო განცხადება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რეფორმის ფარგლებში ტაქსის მძღოლებს ავტომობილების ვიზუალური მხარის არჩევის დროს ალტერნატივის შესაძლებლობა ექნებათ
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2019 წლის
წინა სტატია ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ დღეს ტაქსის მძღოლებმა სპეციალური
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და შესაბამისად,
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსების რეფორმით უკმაყოფილო მძღლებს რამდენიმე კაციანი ჯგუფის შექმნას და შეხვედრას
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე მზად არის იმ ტაქსის მძღოლებს შეხვდეს, რომლებიც რეფორმას აპროტესტებენ.
წინა სტატია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან მცირე დაპირისპირების შემდეგ აქციის ერთ- ერთი მონაწილე,
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ
წინა სტატია A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს ტაქსის სპეციალური მანათობლები გადაეცემათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტაქსების
წინა სტატია თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები ახალი რეგულაციების გადავადებას და თბილისის მერთან
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლები მერიის მიერ შემოღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები
%d bloggers like this: