ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, კონკურსი განსხვავებული წესით გამოცხადდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერების ჩაშლის მიზეზების ანალიზის შედეგად და კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საპროექტო დოკუმენტაციას, ამჯერად, განსხვავებული წესით შეარჩევს. გამოცხადებული კონკურსის ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა საკვალიფიკაციო მონაცემები, ხოლო მეორე ეტაპზე საფინანსო წინადადებები შეფასდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურსის ეს ფორმატი, პროცედურული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანას და შესყიდვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შეადგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშეკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს.

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია. აქედან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესებულია, რომ პროექტთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიას ექვს ჯგუფიანი საბავშო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის 1 009
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და სოფელ კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 3 379
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვისთვის, მერიამ, 17 აპრილს,
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომლის რეაბილიტაციასაც 174 888 ლარი მოხმარდება,
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტი (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. როგორც ზუგდიდის მერიაში
წინა სტატია აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგზაო
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა,
გორის მუნიციპალიტეტის მერია 315 000 ლარად მცირე ტევადობის ნაგვის გასატან სპეციალური მანქანებს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი
ანაკლია-განმუხურში საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციისა და  ბულვარის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკებისა და ველობილიკების აღდგენაზე ტენდერი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადენ, 180 ბავშვზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის, მისი მიმდებარე ქუჩებისა და ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ "300 არაგველში“ შექმნილ შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მეტროს ვაგონები მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით,
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ბეტონის ბორდიურები
%d bloggers like this: