სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კანდელაკის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

86

წინა სტატია

დღეიდან თბილისის მერია კანდელაკის ქუჩაზე, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის კვეთამდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

“პირველ ეტაპზე, სამუშაოები ჟვანიას მოედნიდან დაიწყება, რის გამოც კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ თვეში დასრულდება“, – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კანდელაკის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა არასახარბიელოა და თბილისის მერია ქუჩის სრული რეაბილიტაციას იწყებს. მისი თქმით, ქუჩის რეაბილიტაცის, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი მოხმარდება.