კუს ტბის მიმდებარედ 7 ჰექტარი ფართობის გამწვანება იგეგმება

1182

სტატიის გაგრძელება

კუს ტბის მიმდებარედ 7 ჰექტარი ფართობის გამწვანება იგეგმება. ამასთან, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მერია ჯამში 16 886 ძირი ხე-მცენარის შეძენას გეგმავს.

“გარდა კუს ტბისა ნერგების დარგვა მთელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩებში, სკვერებსა და ბაღებში იგეგმება. ძირითადად თბილისის მერია გეგმავ შეიძინოს: ევროპული მუხის ნერგები; უნაყოფო თუთა; იაპონური სოფორა; ამბრის ხე; ირმის რქა; წითელი ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; ჰიმალაის კედარი; წვრილფოთოლა იფანი; აღმოსავლური ჭადარი, მელიას ხე; იტალიური ფიჭვი; კედარი ჰიმალაის II”, – განმარტავენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადებულია და 16 886 ხე-მცენარის შესაძენად სამსახურს 633 829 ლარი აქვს გამოყოფილი.