სუვენირებით მოვაჭრეები ბათუმის მერიასთან აქციას მართავენ

885
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

ბათუმის მერიის შენობასთან სუვენირებით მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, მერია ერთი თვის წინ მათ ახალი ჯიხურების გადაცემას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.
აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყო და მუშაობას ჯიხურების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ.
ერთი თვის წინ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების ჯიხურები აიღეს, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ბათუმის მერია კი სუვენირებით მოვაჭრეებს ძველი ჯიხურების ახლით ჩანაცვლებას დაჰპირდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი