ის პირები, რომლებსაც პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, ზონალური პარკირების ადგილებში დამატებით საფასურს მაინც გადაიხდიან

ის პირები, რომლებსაც პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, ზონალური პარკირების ადგილებში დამატებით საფასურს მაინც გადაიხდიან, – ამის შესახებ droa.ge-ს თბილისის მერიიდან უთხრეს.

“ზონალური პარკირება 1 ივლისიდან მხოლოდ ლესელიძესა და მიმდებარე ქუჩებს შეეხება და როდესაც ტარიფი განისაზღვრება, იმ პირებს, რომლებსაც პარკირების დღეს არსებული საფასური წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, საფასურის დამატებით გადახდა მოუწევთ”, – განმარტეს თბილისის მერიაში Droa.ge-ს კითხვის საპასუხოდ.

პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესებას, რომელიც, თავდაპირველად, კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, დედაქალაქის მერიაში მანქანების მოხმარების ყოველწლიური მატებითა და ჰაერის დაბინძურების გაზრდით ხსნიან. თუმცა, უწყება, აქვე, განმარტავს, რომ პარკირების საათობრივ გადასახადს მძღოლები საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არ გადაიხდიან. ასევე, ტარიფი, ასევე, არ  შეეხებათ ელექტრომობილების მფლობელებსა და შშმ პირებს.

თბილისის მერია მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირებას დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით უფასოდ ჰპირდება, თუმცა, დედაქალაქში დასაქმებულ პირებისთვის შეღავათების დაწესებას არ განიხილავს და მათთვის სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე საფასურის საათობრივად განსაზღვრა იგეგმება.

როგორც ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, პარკირების ტარიფი იმიტომ წესდება, რომ მოსახლეობა აიძულონ, საკუთარი ავტომობილებიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადავიდეს.

“პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს. მისი მიზანია, რომ გაიძულოთ, გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამაგიეროდ, ხალხი ისუნთქებს. თუ არ გავაჩერეთ მანქანები და ავტობუსი არ მოვიხმარეთ, დავიხრჩობით! მერე ის საპარკინგე ადგილები და მანქანებიც გვერდზე დაგვრჩება“, – ამბობს ხმალაძე.

თბილისის მერიის მიდგომას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, პარკირების ტარიფთან დაკავშირებით მერიის მიერ გაკეთებული განცხადებები ალოგიკურია და ანეგდოტს ჰგავს, რომ ტარიფის გაზრდით ქალაქში საცობები აღარ იქნება.

“2014 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, დედაქალაქის ბიუჯეტში ჯარიმების სახით 20 მილიონი ლარი შედიოდა. წელს კალაძეს 40 მილიონი ლარი აქვს დაგეგმილი. 2-ჯერ მეტს ამოიღებენ მოსახლეობის ჯიბეებიდან, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ვინმეს ორჯერ მოემატა ხელფასი, ან ორჯერ გაეზარდა შემოსავალი? არა. პირიქით, ორჯერ გაღარიბდნენ მოქალაქეები. თავიდან საუბრობდნენ, რომ საათობრივი 20 თეთრი იქნებოდა, ახლა ამბობენ, რომ 50 თეთრი იქნება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის გათვლებით, თუ პარკირების საათობრივი საფასური 50 თეთრით განისაზღვრა, ავტომობილის მფლობელს პარკირებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 700–800 ლარის გადახდა მოუწევს. მისივე თქმით, მანამდე საპარკინგე ადგილი წელიწადში 50 ლარი ღირდა. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ფრაქცია იბრძოლებს, რომ მერიის მიერ დაგეგმილი ეს ცვლილებები საკრებულომ არ მიიღოს, ან გადავადდეს.

საათობრივი პარკირების გადახდა, როგორც მობილური აპლიკაციით, ისე ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ზონალური პარკირებიდან შესული თანხები კი, როგორც თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, მთლიანად აკუმულირებული იქნება სატრანსპორტო კომპანიაში და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

მერიის ახალ ინიციატივას საკრებულოში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია მერია ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის ამოქმედებას მას შემდეგ გეგმავს, რაც მოსახლეობას ახალი ავტობუსების
წინა სტატია თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის კომისია კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების საფასურის ოდენობის დადგენის საკითხზე მსჯელობს.
წინა სტატია თბილისში პარკირების საფასური A, B და C ზონების მიხედვით, განსხვავებული იქნება. საათობრივ პარკირებაზე
წინა სტატია თბილისის საკრებულოში ზონალური პარკირების თემაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის საკრებულოს
წინა სტატია კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ტაქსებისთვის უფასო საპარკინგე ადგილები განისაზღვრება. მერიის
წინა სტატია ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა
წინა სტატია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ, - ამის შესახებ
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს სოციალური ქსელის საშუალებით
წინა სტატია თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარკირებასთან დაკავშირებით
წინა სტატია საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, -
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პარკირების საფასურის აზრი ის არის, რომ შემცირდეს მანქანების მოხმარება, - განაცხადა
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარკირების საათობრივი საფასური
სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში პარკინზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად
წინა სტატია დროებითი კომისიის მიერ შეთავაზებული პარკირების ფასები "თაუნ პარკისთვის“ მისაღებია. კომპანიის მენეჯერის ბაჩუკი ყურაშვილის
%d bloggers like this: