ლაგოდეხში სკოლების მოწესრიგებას 720 000, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას კი 500 000 ლარზე მეტი მოხმარდება

784

2019 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა 720 000, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას კი 500 000 ლარზე მეტი მოხმარდება. ინდორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“გასულ წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირების და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა.

2019 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის კუთხით 720 000 ლარია გამოყოფილი. პრიორიტეტია სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება, მათი სტანდარტებში მოყვანა, სასწავლო დაწესებულებების შენობის სახურავების შეკეთება და გათბობის პრობლემების მოგვარება. ეს თანხა გადანაწილდება საჭიროების მოხედვით. შევხვდებით სკოლების ადმინისტრაციას და მოვისმენთ ინფორმაციას მათ პრობლემებზე, საჭიროებებზე და დავიწყებთ მის მოგვარებას.

ნახევარ მილიონ ლარზე მეტი კი სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის დაიხარჯება”,- განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.