გრიგოლ ლილუაშვილი – საკრებულოებში დაგეგმილია მაჟორიტარების გაზრდა

617

ყველა ქალაქის საკრებულოებში დაგეგმილია მაჟორიტარების გაზრდა, რათა ქალაქების წარმომადგენლობა უფრო ძლიერი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას იქნება ინიცირებული.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის ინიციატივაზე მსჯელობს, რომელიც 2013 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
საკითხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარადგინა.

წყარო: ინტერპრესნიუსი